07 დეკემბერი 2019,   20:15
ვრცლად
რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებში მღვდლებს აგზავნის - ილია II-ის საპროტესტო წერილი რუსეთის პატრიარქ კირილს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართავს და შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების გამო.

საქართველოს პატრიარქი წერილში  ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე  ამახვილებს ყურადღებას და  აცხადებს, რომ ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო ბაზებში მოძღვრებს აგზავნის.

"საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას," - აღნიშნულია პატრიარქის წერილში, სადაც ილია მეორე  იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის პატრიარქი მიიღებს შესაძლებელ ზომებს სახელმწიფოების, ხალხთა და ეკლესიათა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

 

დღის ამბები