07 დეკემბერი 2019,   10:19
ვრცლად
სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოიქცევიან - მამუკა მდინარაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ აქციებს "ქართული ოცნების" წევრები თვალყურს პარტიის ცენტრალური ოფისიდან ადევნებენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების კონკრეტული ლიდერების მხრიდან პარლამენტის პიკეტირება დაანონსდა, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მატი განცხადება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს.

"საკანონმდებლო ორგანო და ნებისმიერი სახელმწიფო უწყება გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. თუ იქნება უკანონო ქმედებები, ამას, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში დაუპირისპირებს კანონს და მაქსიმალრად შეეცდება, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი უკანონო მოქმედება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემა მოითხოვოს.

"ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს.  შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობისგან" პროპორციულ არჩევნებზე აღშფოთება ცოტა არარელევანტულია.

პირველად საქართველოს ისტორიაში "ქართულმა ოცნებამ" ანუ ჩვენ, ჩავწერეთ პროპორციული არჩევნების შესახებ კონსტიტუციაში. ეს მანამდე არავის გაუვლია აზრად, ახლა საუბარია მხოლოდ ვადის გადმოწევაზე, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა აღსრულებული. შესაბამისად, 2020 წელს, გაიმართება შერეული წესით არჩევნები," - განმარტა მდინარაძემ.

 

დღის ამბები