20 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
კარვები და კასრები პარლამენტის იმ შესასვლელთან, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ

აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის იმ შესასვლელთან, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ, კასრები მიიტანეს. მონაწილეებმა იმ ადგილზე, სადაც საშვთა ბიუროა განთავსებული, ცეცხლის დანთებას აპირებენ და კარვები გაშალეს. 

ასევე აქციის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომები დაამაგრეს, ასევე ჩამოკიდეს საქართველოს და ნატოს დროშები. 

ამით მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობა გააპროტესტეს და პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება განახორციელეს.  

დღის ამბები