13 დეკემბერი 2019,   14:20
ვრცლად
"ცინიზმის, თავხედობის და "ქართული ოცნების" არნახული ტყუილების გვირგვინი" - ადა მარშანია

საპროტესტო აქციაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრებიც იმყოფებოდნენ, მათი მთავარი მოთხოვნაა პროპორციული საარჩევნო სისტემა და ვადამდელი არჩევნები.

როგორც "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე ადა მარშანია აღნიშნავს, საჭიროა საზოგადოებამ დაიწყოს ბრძოლა ნორმალური ქვეყნისთვის.

"ხუთშაბათს იყო გვირგვინი ცინიზმის, თავხედობის და არნახული ტყუილების "ქართული ოცნების მხრიდან, " - განაცხადა ადა მარშანიამ.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, აქციები არ შეწყდება, სანამ ბიძინა ივანიშვილი პროპორციული არჩევნების სისტემას არ დააბრუნებს. 

"ამ აქციების შეწყვეტა იქამდე არ მოხდება, ვიდრე "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ შეასრულებს თავის დაპირებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით," - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები