19 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
ჰონგ-კონგის პოლიციამ უნივერსიტეტის კამპუსი შტურმით აიღო

ჰონგ-კონგის პოლიციამ უნივერსიტეტის კამპუსი შტურმით აიღო. უნივერსიტეტში მყოფმა მომიტინგეებმა პოლიციის წინააღმდეგ ე.წ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს.

კამპუსში 200-ზე მეტი მომიტინგე სტუდენტი იმყოფებოდა. დემონსტრანტები პოლიციამ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლმდენი გაზით დაშალა. არიან დაშავებულები.

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე თვეა გრძელდება.

დღის ამბები