19 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
სივრცე საორგანიზაციო საკითხებისთვის - "თავისუფლების ინსტიტუტმა" პარლამენტის წინ კარავი გაშალა

"თავისუფლების ინსტიტუტმა" პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, "თავისუფლების ინსტიტუტის" ოფისი ვაკიდან დროების სწორედ რუსთაველის გამზირზე ინაცვლებს და კარავი განკუთვნილი იქნება საერთაშორისო პრესასთან კომუნიკაციისთვის.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან და უცხოელ ჟურნალისტებთან აქვთ და გეგმავენ, აქციასა და პროტესტთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია სწორედ მოვლენათა განვითარების ადგილიდან მიაწოდონ.

"გადავწყვიტეთ, რომ თავისუფლების ინსტიტუტი უნდა იდგეს იქ, სადაც საჭიროა. საერთაშორისო მედია ინტერესდება მიმდინარე მოვლენებით და აინტერესებთ კონკრეტულად რა ხდება. ჩვენი მიზანია, რომ მათთვის პრესრელიზები მომზადდეს," - განაცხადა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა სალომე ხვედეგიანმა.

 

 

დღის ამბები