20 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
ივანიშვილმა რომ უთხრას, ბრიფინგზე ჟუჟუნა წვიმა იმღერეო, გამოვა და იმღერებს - მელია კალაძეზე 

თბილისის მერის, კახა კალაძის, ბრალდებებს ოპოზიციის მისამართით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე ნებისმიერ განცხადებას გააკეთებს, რასაც მისგან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოითხოვს.

"იმის მაგივრად, რომ ხმა ჩაიწყვიტოს და ჩუმად იყოს, თავხედობს - ხან შუა თითს აჩვენებს დემონსტრანტებს და ხან მსგავს უტიფრობებს აქვს მისი მხრიდან ადგილი. ესეც რატომ - ერთმანეთი ჰყავთ გამოჭერილი ღრმა კორუფციულ სქემებში. რასაც დაუწერენ, ყველაფერს იტყვის. ჟუჟუნა წვიმა რომ დაუწერონ, ბიძინა ივანიშვილმა რომ უთხრას, ბრიფინგზე ჟუჟუნა წვიმა უნდა იმღეროო, გამოვა და იმღერებს. ამ ადამიანზე რატომ უნდა გავაკეთოთ კომენტარი,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები