პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, Facebook პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის განცხადება მისი უფლებამოსილების სფეროს სცდება. ირაკლი კობახიძე ყველას მოუწოდებს, კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედონ.
"აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს და ომბუდსმენის არსს ეს განცხადება. ვის ინტერესებს ატარებს, არ მაინტერესებს, არ არის ეს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება, კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში მიმდინარე აქციას და პიკეტირების მცდელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.