20 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
ომბუდსმენის განცხადება პოლიტიკური პლატფორმიდან არის გაკეთებული - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება  პოლიტიკური პლატფორმიდან არის  გაკეთებული.

ვოლსკის თქმით, სახალხო დამცველის ვალდებულებაა, რომ ორივე მხარეს მოუწოდოს კანონდარღვევისგან თავი შეიკავონ.

"​ადამიანი როდესაც კანონს არღვევს, არანაირად არ უნდა თქვა, რომ იგი გაბრაზებულია და ეს სამართლიანია. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, რომ კანონის დარღვევაც იყოს სამართლიანი. ეს არის პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადება, რაც ლომჯარიამ გააკეთა. პირიქით, ის სახალხო დამცველია და ორივე მხარეს უნდა მოუწოდოს არ დაარღვიონ კანონი. ამავდროულად,  დაიცვას ადამიანის უფლება. ამისთვის აირჩიეს და ამიტომ მივეცი ხმა ამ კონკრეტულ პიროვნებას მეც," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

​შეგახსენებთ, ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

დღის ამბები