25 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
ივანიშვილს მივმართავ, ნუ დაგვარბევს ახალგაზრდებს, ჩვენგან ძალადობა არ იქნება - აქციის მონაწილე

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ნიკა ფარულავა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, აქციას ნუ დაარბევს. ფარულავა ხაზს უსვამს, რომ ისინი მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტის მომხრენი არიან. 

"პოზიციების დათმობას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ, ოღონდ მშვიდობიანად. ჩვენგან ძალადობა არ იქნება, ასევე არალეგირტიმური ბრძანება არ უნდა გასცეს ბიძინა ივანიშვილმა და ახალგაზრდები არ დაგვარბიოს. ბოქლომი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მშვიდობიანად ვდგავართ აქ და არ ვაპირებთ არანაირ დესტრუქციულ ქმედებებს, რაიმე გადატრიალებას და მსგავს ქმედებებს,"- განაცხადა ნიკა ფარულავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები