20 აპრილი 2024,   01:45
ვრცლად
"გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს" - დავით ქაცარავა

გავრცელდა ინფორმაცია ნიკა რურუას ძმის, გიორგი რურუას დაკავების შესახებ.

ინფორმაციას ადასტურებს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მყოფი დავით ქაცარავა. მისი ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი რურუა ცოტა ხნის წინ დააკავა, თუმცა რა ვითარებაში მოხდა რურუას დაკავება, ქაცარავასთვის უცნობია. უცნობია ასევე, ახლა სად არის გადაყვანილი დაკავებული გიორგი რურუა. 

"ვესაუბრე ლაშა ბერულავას, რომელიც მაწვდის ინფორმაციას, რომ ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა არის დაკავებული. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, მაგრამ მას ჩაუდეს იარაღი" - განაცხადა აქციაზე მყოფმა ქაცარავამ. 

"როგორც ხედავთ, ამ ტერიტორიიდან არ მივდივართ. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაგვიდგნენ გვერდით და არცერთი ნაბიჯი გადავდგათ უკან. ვხედავთ, რომ ესენი ემზადებიან გავრილოვის ღამის გამეორებისთვის", - განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელებთან, სადაც გუშინდელი დღის შმდეგ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, ცოტა ხნის წინ სპეცრაზმი და სპეცტექნიკა გამოჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გამოჩნდა ჯავშანტექნიკა. 

დღის ამბები