16 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
არ ვიშლებით, ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს - გიგა ბოკერია

სპეცრაზმის მობილიზება პარლამენტთან - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და საკუთარ პროტესტს ბოლომდე გამოხატავენ. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პოლიციელების მიმართ გაცემულია პოლიტიკური დაკვეთა, თუმცა აქციის მონაწილეებს საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ თავად ხელისუფლება არ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. 

"ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს. იმ ადამიანებმა, ვინც ამ სამარცხვინო ლიდერის დავალებით ეს სამარცხვინო მითითება შეასრულეს, უნდა იგრძნონ წნეხი და დისკომფორტი და ზუსტად ამისთვის ვართ ჩვენ აქ. ჩემი აზრით, ისინი არ მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში, მით უმეტეს ის ხელისუფლება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურ მოძალადე ჯგუფებს ხელს აფარებდა, როცა ისინი კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდნენ ჩვენი მოქალაქეების, არ სჯიდა, აძლევდა საშუალებას ზეწოლის ხალხზე და დარბევების. ახლა ეს ხალხი რომ ჩვენ გვიკითხავს მორალს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ამ პროტესტის გამო, ესეც ცინიზმია, რომელიც ახასიათებს ამ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის რეჟიმს," - აცხადებს გიგა ბოკერია.  

დღის ამბები