23 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი ჩაკეტილია და იქ მოქალაქეებს, მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად არ უშვებენ. "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამთავრობო შენობების პიკეტირება გაგრძელდება.  

“ესეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ მახსენდება. ალბათ აქ 1989 წლის 9 აპრილის მერე არ გვახსოვს ესეთი სისასტიკე. ეს არის გაუქმება ქვეყანაში ყველანაირი პროცესის. წაგვართვეს დემოკრატიული არჩევანის  უფლება და მერე გვითხრეს, რომ თუ ამას გააპროტესტებთ, მერე დაგერევითო,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, წყლის ჭავლის არ ეშინიათ და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. 

"არავის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის, არც რეზინის ტყვიების და არც ტყვიების. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველო არ იქნება რუსეთის მსგავსი ქვეყანა და არ იქნება რუსეთის ნაწილი, რაც სურს ივანიშვილს... ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და ამიტომ მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება,“ - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები