19 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
"სანამ ცოცხლები ვართ, პროტესტი გაგრძელდება" - დავით ბაქრაძე

"ივანიშვილი ცდის, საზოგადოება გადაყლაპავს თუ არა ამ შეურაცხყოფას," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლას.

როგორც ბაქრაძემ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, პროტესტი უფრო მასშტაბურ ფორმას მიიღებს.

"ეს არ არის მხოლოდ მიტინგის დარბევა ან ძალის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პერმანენტულად ცდის ქართულ საზოგადოებას. დღეს კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოსული ადამიანები დაშალა და კიდევ ერთხელ ცდის საზოგადოებას, გადაყლაპავს თუ არა ამ შეურაცხყოფას. ხალხნო თუ ჩვენ ეს ყველაფერი გადავყლაპეთ, ჩვენ საერთოდ მომავალი აღარ გვექნება. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ადამიანი ყველაფერს გვართმევს.

აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი, რაც არ უნდა ქვიშა და კარვები წაიღონ. პროტესტი გაგრძელდება, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან. ვისაც არ უნდა, რომ ეს ქვეყნა იყოს ბიძინა ივანიშვილის შინამეურნეობა, აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

დღის ამბები