23 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
მესტიაში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

მესტიაში, ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ორივე ადგილას ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რაშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.

ამ დროისთვის  ხილვადობის გამო ცეცხლის ქრობის სამუშაოები შეჩერებულია და სამაშველო ვერტმფრენის გამოძახება დილამდე გადაიდო.

ცეცხლის დასახლებულ ადგილებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

დღის ამბები