19 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
აქციაზე დაკავებულები პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

მთაწმინდის პოლიციიდან დაკავებულები მთავარ სამმაართველოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია შსს-მ დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს 18 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. 

თავდაპირველად ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. ამ დროისთვის კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

დღის ამბები