25 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
"დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს" - უცხოელი დიპლომატების გამოხმაურება

დემოკრატიის გზაზე საქართველო ნაბიჯს უკან დგამს - ასე ეხმიანება თბილისში მიმდინარე მოვლენებს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

"აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე," - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.

შეფასებებს აკეთებენ უცხოელი ანალიტიკოსებიც და იმედოვნებენ, რომ საქართველოში არ იქნება პროვოკაციები.

დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ პატივი სცენ მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა მისცენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შესაძლებლობა.

დღის ამბები