20 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
"ჩაატარეს შედარებით სუფთად და შედარებით ნორმალურად ვიდრე 20 ივნისს" - თორნიკე შარაშენიძე აქციის დაშლაზე

ექსპერტები პარლამენტის წინ აქციის დაშლას ძალის დემონსტრირებად აღიქვამენ და ამბობენ, რომ იმ მომენტისთვის ძალის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა.

მათი განცხადებით, მსგავსი ქმედებები მთავრობის ლეგიტიმაციაზე უარყოფითად აისახება და საქართველოს მომავალი ჩიხში შეჰყავს. სპეციალისტები ხელისუფლებას გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას ურჩევენ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები უმრავლესობის მიერ ძალის დემონსტრირება იყო. შარაშენიძის თქმით, 20 ივნისის აქციის დარბევასთან შედარებით, გუშინდელი აქციის დაშლა ნორმალურ პირობებში განხორციელდა.

"ჩაატარეს შედარებით სუფთად და შედარებით ნორმალურად ვიდრე 20 ივნისს, მაგრამ ამის აუცილებლობა მე მგონი არ იყო იმიტომ, რომ შეიძლებოდა გასვლითი სხდომის ჩატარება პარლამენტის შენობაში არა, სადმე სხვაგან. ასე რომ ძალის დემონსტრაცია მიიღეს, მაგრამ ამით საკუთარ ლეგიტიმაციას სერიოზულად დაარტყეს," - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ანალიტიკოს გიორგი რუხაძის განცხადებით, ხელისუფლებას საკუთარი თავიც და ქვეყანაც ჩიხში შეჰყავს.

"ცდილობს, რომ რეპრესიული აპარატის გამოყენებით შეაჩეროს თავისუფალი ადამიანების პროტესტი, პროტესტი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცადა წაერთმია საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის უფლება. ხელისუფლებამ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები," - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ფოტოს ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები