14 დეკემბერი 2019,   06:35
ვრცლად
IRI-ის კვლევის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე მოსახლეობის 78%-ს სმენია და ცვლილებას ემხრობა

"IRI"-ის დაკვეთითა და "USAID"-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმრავლესობა  სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ემხრობა.

"IRI"-ის კვლევის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე მოსახლეობის 78%-ს სმენია.

68 პროცენტs კი, ვისაც ამ სისტემის შესახებ სმენია, აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს, 9% ეწინააღმდეგება, ხოლო 13 პროცენტს პოზიცია არ აქვს.

58 პროცენტი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოში დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს, 9 პროცენტის აზრით, ეფექტი ნეგატიური იქნება, ხოლო 33%-ს ამ ეტაპზე პოზიცია არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

დღის ამბები