19 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ, რომელიც ხალხის ხელშია - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ დღეს "გაერთიანებული ოპოზიციის" ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც აქციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების ჩატარების კუთხით იმოქმედოს.

გიორგი ვაშაძემ პროტესტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებამდე მისვლას მშვიდობიანი გზით აპირებენ.

"ის, რომ მშვიდობიანად დასრულდა და მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, ეს არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის დამსახურება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია მოქმედებაშია და ვაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენი ერთიანობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

მინდა მივმართო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ბოქლომები და ჯაჭვები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ. ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან ითხოვს პროპორციული არჩევნები ჩატარებას ქვეყანაში. ამიტომ ძალისმიერი მეთოდებით მუშაობას სჯობს, აუცილებლად იმ კუთხით იმოქმედოთ, რომ შესაბამისად გქონდეთ სამოქმედო გეგმა.

დღეს გვექნება გაერთიანებული ყველა ოპოზიციური პარტიის შეკრება, სადაც გვექნება სამოქმედო გეგმა. ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისათვის და ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის.

კიდევ ერთხელ ვამბობ, პროტესტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია, ამ პროტესტს აქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები, მაგრამ ჯერ მივდივართ მშვიდობიანი გზით და აუცილებლად მივიყვანთ ბრძოლას ბოლომდე.

ჩვენმა პასუხისმგებლიანმა და ერთობლივმა მოქმედებამ განაპირობა ის, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა ხელისუფლებას გამოეყენებინა გადამეტებული ძალა და ჩვენ უბრალოდ ვაჩვენეთ მშვიდობიან დემონსტრანტებს როგორ შლის ათასობით სპეცრაზმელი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები