25 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ექიმები აქციის გამართვას საოკუპაციო ხაზთან გეგმავენ

"თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ამ მოწოდებით ბათუმში საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ექიმებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და დე-ფაქტო ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ექიმების განცხადებით, ცხინვალის იზოლატორიდან ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს მთავრობამ სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს.

თუ შესაბამისი ზომები დროულად არ იქნება  მიღებული, ისინი აქციას საოკუპაციო ხაზთან გამართავენ.

დღის ამბები