20 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
გახარიამ უმანკო სისხლი დაღვარა რუსთაველზე, ენას კბილი დააჭიროს - მელია პრემიერის განცხადებაზე

"ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება" - ასე გამოეხმაურა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

"ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება. გიორგი გახარიამ ენას კბილი უნდა დააჭიროს, ის არ არის იმ პოზიციაში, რომ ვინმეს დაემუქროს და ძალიან კარგად უნდა გაიგოს, ის არის ადამიანი, რომელმაც უმანკო სისხლი დაღვარა რუსთაველზე, თვალები ამოთხარა ხალხს და ამოუგლიჯა ხორცი ადამიანებს, როგორ ბედავს საერთოდ რამის თქმას," - განაცხადა ნიკა მელიამ

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა  ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს​." გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აქციის ამგვარიფორმა მომავალშიც აუცილებლად აღიკვეთება.

ამავე თემაზე
დღის ამბები