საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ახალ ინიციატივას ეხმაურება.
ვოლსკის განცხადებით, პოზიციას არ იცვლის და პროპორციულ საარჩევნო სისტემას ემხრობა.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან უნდა გადავიდეს.
"მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ მგონია, 2024 წელი არის შესაფერისი დრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის და 2020-ისთვის ეს, ძალიან რთული ამოცანაა. მე ვფიქრობ, მაჟორიტარებს და არა მხოლოდ მათ, სრული უფლება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია," - აღნიშნა ვოლსკიმ.