19 აპრილი 2024,   05:49
ვრცლად
გინდათ ბოქლომების ომი?! - გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქოლმი დაადო

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქოლმი დაადო.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" პლენარული სხდომების ჩატარებას ბოიკოტს უცხადებს.

"არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა, იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი. გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს ცხვრები, ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები