25 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები და დროულად გაათავისუფლოს ექიმი - თალაკვაძე ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ქართველი ექიმის უკანონო დაკავებით საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს.

თალაკვაძე, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და ამბობს, რომ ექიმის დროულად გასათავისუფლებლად რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები:

"ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად. ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა დააკავო. ჩვენ ვაკეთებ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ის გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს, დღეს მაქვს კიდევ ერთი შეხვედრა ელჩებთან.

ექიმის უკანონო დაკავებით საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს და გამოჩნდა, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში,  რომელზეც პასუხისმგებელია საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები და დროულად გაათავისუფლოს ექიმი,"- განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები