18 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
არაკომპეტენტურ პოლიტიკოსებში ზურაბ ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირმა ინაშვილი ლიდერობენ - IRI-ს კვლევა

IRI-ს ახალი კვლევის მიხედვით ყველაზე არაკომპეტენტური პოლიტიკოსების სია ასე გამოიყურება: 

1. ზურაბ ჯაფარიძე – 48%
2. სალომე ზურაბიშვილი – 48%
3. ირმა ინაშვილი – 39%
4. ბიძინა ივანიშვილი – 39%
5. არჩილ თალაკვაძე – 32%
6. ირაკლი ღარიბაშვილი – 32%
7. ნიკა მელია – 30%
8. გიგი უგულავა 29%
9. მამუკა ხაზარაძე – 27%
10. შალვა ნათელაშვილი – 25%

იგივე კვლევის მიხედვით, ყველაზე კომპეტენტურ პოლიტიკოსებად დაასახელეს:

1. დავით ბაქრაძე – 55%
2. დავით უსუფაშვილი – 45%
3. კახა კალაძე – 42%

კვლევის საველე სამუშაოები  კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM) ჩაატარა. 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები