19 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობა თბილისში, ე.წ.თიანეთის ბაზრობაზე - სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გლდანის ტერიტორიაზე, ე.წ. "თიანეთის ბაზართან" გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, უწყებებმა ხორცი განადგურების მიზნით დახლებიდან ამოიღეს.

"გლდანის ტერიტორიაზე, ე.წ. "თიანეთის" ბაზართან გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი ხორცის და ხორცპროდუქტების რეალიზაციის ფაქტი. კანონიდან გამომდინარე, აღნიშნული ხორცი და ხორცპროდუქტები ამოვიღეთ სარეალიზაციო დახლიდან შემდგომი განადგურების მიზნით,"- განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული.

დღის ამბები