19 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
წერტილოვანი დარტყმები ხელისუფლებაზე - აქციის ორგანიზატორების გეგმები

19 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია განახლდება. პარლამენტის შენობის წინ ათამდე კარავია განთავსებული. 

აქციის ერთერთი ორგანიზატორი, მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ტიტე გედევანიძე აცხადებს, რომ აქციის ფარგლებში ხელისუფლებას არაერთხელ შეუქმნიან დისკომფორტს. 

"აქციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, როგორც პარლამენტთან, ასევე სხვა ლოკაციებზე. მოძრაობა "შეცვალე" შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ წერტილოვან დარტყმას ხელისუფლებაზე, ხელისუფლების პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენ შევქმნით დისკომფორტს, შევუქმნით პრობლემას მათ და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდად მიიტაცონ ეს ქვეყანა,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ტიტე გედენიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები