24 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
კვლევებს "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული ორგანიზაციები ატარებენ-კობახიძე IRI-ს უნდობლობას უცხადებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ოპოზიციის ჯამური რეიტინგი "ქართული ოცნებისას" აღემატება, მმართველი გუნდის წევრები უნდობლობას უცხადებენ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევებს "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული ორგანიზაციები ატარებენ, რაც მის შედეგებზეც აისახება. 

"ეს არის ის კომპანიები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. CRRC არის დაკავშირებული ნაცმოძრაობის ერთ განშტოებასთან, IPM მეორე განშტოებასთან. როდესაც ტარდება კვლევა, ძალიან კარგად ვხედავთ იმას, თუ როგორ დასრულდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით ჩვენ 50%-იან მაჩვენებელს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 23 % მისცემდა ხმას, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 15%. 

ამ კვლევაში მესამე ადგილს "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია" 5%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ. შემდეგ მოდის "პატრიოტთა ალიანსი" - 4 %, "სამოქალაქო მოძრაობა" - 3 %; "ახალი საქართველოსთვის" - 2 %; ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობა" 2 %; მამუკა ხაზარაძის "ლელო" - 2 %; "გირჩი" - 1 %, "შენების მოძრაობა"-1%.

ამავე თემაზე
დღის ამბები