25 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
ცხინვალის КГБ-ს განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სიცრუეს უწოდებს

დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილ 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა, მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. 


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში მყოფი ექიმის შვილის განცხადებით, აგვისტოს ომის დროს,  ვაჟა გაფრინდაშვილი სახლშიც კი ვერ ახერხებდა მისვლას, რადგან ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მუდმივად სამსახურში, საოპერაციოში განყოფილებაში იმყოფებოდა.

იგივეს აცხადებს ექიმის მეუღლეც და ამბობს, რომ აგვისტოს ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილი პაციენტების გადარჩენით იყო დაკავებული, მათ შორის რუსი და ოსი ჯარისკაცების.

"ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა მაშინ და არ გამოსულან ერთი კვირა. ოპერაციები იყო და მაშინ ყველა თავისი ოჯახის უსაფრთხოებაზე, რომ ფიქრობდა ამ ხალხს ექიმებს, ქირურგებს, მიტოვებული ჰყავდათ ოჯახები, ჩვენ და პატრონობდნენ სხვა პაციენტებს ჯარისკაცებს, დაჭრილებს და მათ შორის რუს და ოს ჯარისკაცებს და მოქალაქეებს,"- განაცხადა ექიმის მეუღლე ლამარა ლაფანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფმა ექიმმა, ოჯახს, წითელი ჯვრის მეშვეობით, წერილი გამოუგაზვნა, სადაც წერს, რომ მას ნორმალურად ეპყრობიან. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საპატიმრო იზოლატორში უკვე მე-10 დღეა იმყოფება. 

 

დღის ამბები