10 დეკემბერი 2019,   00:27
ვრცლად
ვითარება საქალაქო სასამართლოში - 18 ნოემბერს დაკავებულების მხარდამჭერები სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

ვითარება საქალაქო სასამართლოში - მოსამართლეს 18 ნოემბერს დაკავებული არც ერთი პირისთვის განაჩენი ამ დრომდე არ გამოუცხადებია, რასაც დაკავებულების მხარდამჭერთა პროტესტი მოჰყვა, ისინი პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ.

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა პირადად მოისმინონ ინფორმაცია, თუ რატომ ხდება საქმეების გაჭიანურება.

სასამართლოში იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც. სასამართლოს თავმჯდომარესთან კითხვები მასაც აქვს. 

"სასამართლოში ვცდილობდი, რომ შევხვედროდი თავმჯდომარეს, რომელსაც კანონის შესაბამისად, აქვს გარკვეული მენეჯერული ფუნქციები, ჩემთვის საინტერესო იყო ის აურზაური, ქაოსი რაც დღეს სასამართლოში ხდება, რა მიზეზებით არის გამოწვეული და თუ აქვს ამ კითხვაზე პასუხი ბატონ ვასილ მშვენიერაძეს," - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

ამ წუთებში სასამართლოში, მანდატურების სიმრავლეა, მათთან ერთად მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

დღის ამბები