13 დეკემბერი 2019,   13:52
ვრცლად
ხმაური საქალაქო სასამართლოში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა და პოლიტიკოსებმა რუსთაველის გამზირიდან  სასამართლოში გადმოინაცვლეს. პოლიციელები კი მათ,  თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.თავის მხრივ, დემონსტრანტები "სირცხვილიას" სკანდირებენ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღის ამბები