20 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე - სასამართლომ ხუთივე დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო განხილვების 9-თვიანი ვადა უკვე გადიოდა, გარდა ამისა, საქმის მსვლელობისას ნათელი გახდა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა. დაკავებულების გათავისუფლება ყოველგვარი გირაოს გარეშე გადაწყდა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, ძებნაში რჩება 40 წლის მამაკაცი - მას ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მკვლელობა მიმდინარე წლის თებერვალში, ვერცხლის ქუჩაზე მოხდა - ზვიად ჯაფარიძეს ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს.

"9 თვის განმავლობაში ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც დაადასტურებდა მისდამი ბრალად შერაცხულ ქმედებას, ამიტომ დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არამედ ყველა პირი გაათავისუფლა,“- განაცხადა ლაშა სიხარულიძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ პირებს უდანაშუალოდ ცნობს.

ბრალის უსაფუძვლობაზე საუბრობს კიდევ ერთი დაკავებულის, ზაზა სიხარულიძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაიაც.

"სასამართლო განხილვებისას აშკარად გამოიკვეთა, რომ წაყენებული ბრალი იყო არასწორი და უსაფუძვლო და ეს სასამართლომ დაინახა. ვფიქრობ, ყველა მოცემულობაა  რომ საბოლოო შედეგიც იყოს ისეთი, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მოთხოვნა, "- განცხადა გიორგი ფანცულაიამ,

დღის ამბები