საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ისაუბრა.
გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა და საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე და პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.
"9 ნოემბერს თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის დროს უკანონოდ დააკავეს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და ის დღემდე დაკავებულია ე.წ. "საზღრვის უკანონო კვეთის" ბრალდებით და სხვა გამოგონილი ბრალდებებით. ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მოგიწოდებთ ამ საკითხზე მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკაოთ,"- აცხადებს კახა იმნაძე.