06 დეკემბერი 2019,   12:27
ვრცლად
პარლამენტში კობა გვენეტაძეს მოუსმენენ - სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება

დღეს პარლამნეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძე ელოდებიან. გვენეტაძე მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარმოადგენს.

ეროვნულ ბანკსა და უმრავლესობაში განმარტავენ, რომ სწორედ ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი მონეტარული პოლიტიკა და ეროვნული ვალუტის კურსი.

"გამოწვევები ძალიან ბევრი იყო ბოლო პერიოდშიც. ცხადია ეროვნული ბანკის პოზიცია მნიშვნელოვანია. მას არაერთი კრიტიკა მოუსმენია არამხოლოდ ოპოზციის მხრიდან, არამედ ხელისუფლებისგან," - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

გვენეტაძის მოსმენას არ დაესწრება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მსგავსი პროქტის განხილვას არასერიოზულად თვლიან.

 

დღის ამბები