"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პარლამენტში მოსმენა არასერიოზულია.
მელიქიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უკიდირესად მძიმეა.
"ეკონომიკა დაუძლურებულია და ფასები ყველაფერზე გაზრდილია. კობა გვენეტაძეს თავის დროზე, რომ ხმა ამოეღო და რეალურ მიზეზებზე ელაპარაკა, აქამდე საქმე არ მივიდოდა. ამიტომაც არაფრის მომცემი არ არის კობა გვენეტაძის პარლამენტში მისვლა. საქმე უკვე გაფუჭებულია," - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომას ბოიკოტს უცხადებს.