16 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
"ქართული ბლოკპოსტი ​ჩორჩანაში ფეხში შერჭობილი ხიჭვივით სტკივა ჩვენს სახელმწიფოს, საჭიროა ქირურგიული ჩარევა" - ანატოლი ბიბილოვი

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე განთავსებული ქართული პოლიციის ბლოკპოსტი ფეხში შერჭობილ ხიჭვს შეადარა, რომელიც პრობლემას მთელ სხეულს უქმნის. 

ბიბილოვი ე.წ საზღვარზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვასაც სწორედ, ამ პოლიციის პოსტის არსებობას უკავშირებს.  ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს sputnik-ossetia ავრცელებს.

"როდესაც ადამიანს ფეხში ხიჭვი შეერჭობა, მთელი სხეული სტკივა. ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა ხიჭვის ამოღება. წარმოვიდგინოთ, რომ სხეული - ეს სახელმწიფოა, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ ხიჭვი მოიშოროს. ეს პოსტი - სწორედ ის ხიჭვია, რომელიც ჩვენი სხეულის, ჩვენი სახელმწიფოს ტკივილს იწვევს. პრობლემა ეხება ყველა ნაწილს. ზოგჯერ ტკივილისგან თავის დასაღწევად საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ექიმის დახმარება. ეს ექიმები, მე ვთვლი, რომ ხართ თქვენ და თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს თქვენი კომპეტენცია. შეიძლება ითქვას, თქვენი პირდაპირი მოვალეობა, რომ გადაწყვიტოთ ეს ამოცანა ან დაეხმაროთ მის შესრულებაში ქართულ მხარეს," - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, შექმნილი სიტუაცია მას 2008 წელს აგონებს. მისი აზრით, მაშინ ქართული მხარე პროვოკაციებს ეუთოს წარმომადგენლების მდუმარე თანხმობით აწყობდა:

"ეს სიტუაცია 2008 წელს მაგონებს, როდესაც ქართული მხარის ყველა პროვოკაცია ხდებოდა თქვენი კოლეგების მდუმარე თანხმობით, როდესაც აქ იყვნენ ეუთოს წარმომადგენლები. მე ძალიან არ მინდა, რომ თქვენმა პრინციპულმა პოზიციამ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებთან დაკავშირებით, ქართველების მოტივირება მოახდინოს. ეს არის წინდაუხედავი ნაბიჯები, რომლებიც არაფერ კარგთან არ მიგვიყვანს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დაძაბულობა, რაც შეიძლება მალე მოიხსნას.  სიტუაცია არ გაცდეს გონივრულობის ჩარჩოებს და პრობლემები არ გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის ხარჯზე," - აღნიშნა ბიბილოვმა.

დღის ამბები