08 დეკემბერი 2019,   06:16
ვრცლად
პარლამენტში ბევრი მოაზროვნე ადამიანია - მირიან წიკლაურის თქმით, ვაკანტურ თანამდებობებზე დეპუტატების შერჩევა არ გაჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური მიიჩნევს, რომ პარლამენტში ბევრი განათლებული ადამიანია, რომელთაც შეუძლიათ, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებზე წარმატებით ჩაანაცვლონ.

"ამის რეზერვი არის, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ესენი იყვნენ ერთადერთი, მემგონი თვითონაც არ ფიქრობენ ასე, პარლამენტში ბევრი განათლებული, შორსმჭვრეტელი და მოაზროვნე ადამიანია, რომელთაც შეუძლიათ ამ თანამდებობებს თავი წარმატებით გაართვან," - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის  12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა.

დღის ამბები