25 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
ხანძარი ლენტეხში - ცეცხლი ტყის მასივს გვიან ღამით გაუჩნდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა - სოფელ ყვედრეშის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის მასივში გვიან ღამით გავრცელდა. ადგილზე  მობილიზებული იყო ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება ღამითვე მოხდა. სამუშაოები დილიდან განახლდა და ცეცხლის სრული ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხდება. სამუშაოებში ჩართული იყვენენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

დღის ამბები