20 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
მაჟოროტარები რეგიონებში გასვლას იწყებენ - ამ წუთებში ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ხუნდაძის კაბინეტში თათბირობენ

დიმიტრი ხუნდაძის კაბინეტში ე.წ ამბოხებული მაჟორიტარები შეხვედრას მართავენ და ხუნდაძის ინიციატივაზე მსჯელობენ, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

შეხვედრას  კარლო კოპალიანი, კობა ლურსმანაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და მიხეილ ყაველაშვილი ესწრებიან.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა კობა ლურსმანაშვილმა “რუსთავი 2“-თან  განაცხადა, ისინი რეგიონებში გასვლას და ინიციატივის მოსახლეობისთვის გაცნობას გეგმავენ.

"ამას ექნება კამპანიური ხასიათი, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას, მიგვაჩნია, რომ ძირითად აქტიური ამაში არის ხალხი და რაც მათ მოსწონთ, ის უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ მათგან ვართ არჩეული," - განაცხადა“ რუსთავი 2“-თან  ლურსმანაშვილმა.

დღის ამბები