18 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
აფხაზეთის მთებში რუსეთის მოქალაქე გაუჩინარდა

ოკუპირებული აფხაზეთის მთებში რუსეთის 45 წლის მოქალაქე დაიკარგა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. 

კაცი, რომელიც რუსეთში ბავშვთა მწვრთნელად მუშაობდა, თავის ახლობლებს ბოლოს, 11 ნოემბერს დაუკავშირდა და აცნობა, რომ დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. ამის შემდეგ მისი ტელეფონი მიუწვდომელია.

ცნობილია, რუსეთის მოქალაქე აფხაზეთის მთიან ნაწილში, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ჩავიდა, სადაც მხოლოდ ორი საცხოვრებელი სახლია.

დღის ამბები