16 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. სასამართლომ გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილების მიხედვით, მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც   მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, კანონიერი იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, სადაც უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას.

“დადგენილება კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას," - ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს სასამართლოში გავლენებს უკავშირდება.

"რა თქმა უნდა, მე ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ სტრასბურგში, სადაც 100%-ით მოვიგებ, მაგრამ უზენაესი სასამართლოს ეს უკანონობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად ძლიერია პოროშენკოს გავლენა უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებზე და რამდენად შეეწინააღმდეგება და ძირს გამოუთხრის ეს სისტემა პრეზიდენტის  და მისი გუნდის წამოწყებებს" - წერს მიხეილ სააკაშვილი

დღის ამბები