18 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
ჩვენს წინააღმდეგ ცრუ მოწმეებს ამუშავებენ პოლიციიდან - სამოქალაქო აქტივცისტები სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს

18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეზე მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება ხმაურის ფონზე მოუწევს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მანდატურის სამსახურს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ის სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს. 

როგორც გიგა მაქარაშვილმა მედიასთან განაცხადა, მისთვის გაუგებარია მიზეზი, რატომ არ შეუშვეს სასამართლო დარბაზში.

"მოსამართლემ გაგვაფრთხილა, რომ არცერთი წუთი არ უნდა დაგვეგვიანებინა, შესაბამისად 6 საათზე მოვედი და მანდატურმა დარბაზში არ შემიშვა გაუგებარი მიზეზების გამო. პარალელურად კართან დგას ყველა ის ცრუ მოწმე ვინც ჩვენს წინააღმდეგ ჰყავთ მოყვანილი პოლიციიდან. იმ ადამიანებს ამუშავებენ ჩვენს წინააღმდეგ, წარმოდგენა არ მაქვს რას ეუბნებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მე სასამართლო დარბაზში დღეს არ შემიშვეს. დარბაზშიც კი შერჩევითი სამართალია რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ," - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.

დღის ამბები