18 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში - აქციის მონაწილეები და "ქართული ოცნების" მხადამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსის გასამართად მივიდნენ, სადაც მათ "ქართული ოცნების" მომხრეები დახვდათ.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერის, გაბრიელ ფონკელშტერნის თქმით, აქციის მონაწილეებმა მას შეაფურთხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ პროვოკატორები დაახვედრა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. ამ წუთებში, ქუთაისი მერიასთან აქცია  გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები