18 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
აქციაზე დაკავებულების ნაწილს პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო

საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილის პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ბრალდებული 37 პირიდან სასამართლო პროცესზე დღეს 12 მათგანის შესახებ იმსჯელეს და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა:

1. ზუკა ბერძენიშვილი - 7 დღიანი პატიმრობა;

2. ბექა ბასილაია - 12 დღიანი პატიმრობა;

3. გიგა მაქარაშვილი - 12 დღიანი პატიმრობა;

4. ირაკლი ნადირაძე - 13 დღიანი პატიმრობა;

5. ელგუჯა ბაგრატიონი - 12 დღიანი პატიმრობა;

6. დავით მჟავანაძე - 4 დღიანი პატიმრობა;

7. ირაკლი კაჭარავა - 4 დღიანი პატიმრობა;

8. ლუკა ჭიჭინაძე - 5 დღიანი პატიმრობა; 

9. გიორგი ბუნტური - 5 დღიანი პატიმრობა;

10. დიმიტრი ბიძინაშვილი - 13 დღიანი პატიმრობა;

11. გურამ მჭედლიშვილი - 1000 ლარიანი გირაო;

12. პაატა სუსანაშვილი - სიტყვიერი გაფრთხილება.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებამ საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაური გამოიწვია. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბრის აქციაზე სულ 37 პირი დააკავეს.

დღის ამბები