პარლამენტში შესაძლოა კიდევ ერთი ფრაქცია ჩამოყალიბდეს. ამ დროისათვის მოლაპარაკებები იმ ადამიანებს შორის მიმდინარეობს, რომლებმაც პროპორციული სისტემის ჩავარდნის გამო უმრავლესობა დატოვეს, მათ შორის არიან თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ფრაქციის არსებობის შემთხვევაში პოლიტიკური დღის წესრიგში გარკვეული წვლილის შეტანა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.
"რამდენიმე ადამიანს გვაქვს განცდა იმისა, რომ თანამოაზრეები ვართ. თუ იქნება იმის რესურსი, რომ ამ პატარა ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატოს და ფრაქცია ჩამოყალიბდეს, მოხარულები ვიქნებით. ფრაქცია გაძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ გავლენა იქონიო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაზე," - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.