19 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
მაჟორიტარული სისტემა სჭირდება ხალხს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტის თეა წულუკიანის შეფასებით, კარგია, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა.

წულუკიანის შეფასებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხალხს სჭირდება.

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობების პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი - მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ამ ქვეყანაში, ეს არის გარანტია იმის, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ იმ მმართველ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები