25 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
"გუნდში ინგლისურის მცოდნეები რჩებიან" - განათლების კომიტეტის პოსტზე შესაძლოა გენადი მარგველაშვილი დაინიშნოს

პარლამენტში უმრავლესობა თანამდებობებს ანაწილებს. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარკვეულია ყველა კომიტეტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა, გარდა განათლების კომიტეტისა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დეპუტატის კანდიდატურა სახელდება, მათ შორის გენადი მარგველაშვილია.

"კურიერთან" საუბარში მარგველაშვილი ადასტურებს, რომ უკვე ჰქონდა პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია და მზად არის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

"განათლების კომიტეტის პირველი მოადგილე ვარ და ცხადია ამ შემთხვევაში ჩემი კანდიდატურაც განიხილება. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს გარდა არის რამდენიმე კანდიდატიც. ერთ კვირაში გაირკვევა კომიტეტების თავმჯდომარეობის ვინაობები," - აღნიშნა მარგველაშვილმა.

უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაკანტურ პოსტებზე კანდიდატები პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეირჩნენ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს გუნდში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, ევროპული და არაევროპული ენების მცოდნეები. ამის პრობლემა საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული კანდიდატი იყოს შერჩეული თავისი პროფესიონალიზმით," - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პირველ ვიცე–სპიკერად, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვოლსკი გადავა, მის ადგილს კი გიორგი კახიანი დაიკავებს. უცნობია, ვინ იქნება მეორე ვიცე-სპიკერი.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, არაოფიციალური ინფორმაციით, სოფო ქაცარავას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ბერაია შეცვლის. თამარ ხულორდავას ადგილს კი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში რომან კაკულია დაიკავებს. კაკულიას ნაცვლად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე დაინიშნება.

დღის ამბები