18 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" არშესაშვები დეპუტატები თუ არიან, მათი პრობლემაა, ვინც ისინი გაათავხედა - გოგიჩაიშვილი

"გაერთიანებულ "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიც უნდა იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ," - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" პოლარიზებული პოლიტიკური ველის შექმნას ცდილობს.

"გაერთიანებულ "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიც უნდა იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ. ეს არის ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური ხელოვნური ველი, რაც "ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთი-ერთზე დარჩეს და ეს ქვეყანა არ განვითარდეს. ამ ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" არშესაშვები დეპუტატები თუ არიან, ეს მათი პრობლემაა, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" გაათავხედა," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები