20 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
"ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს - გერმანული გამოცემა განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ, ის საბოლოოდ დასრულდა - გერმანული გამოცემა "ტაგეს ცაიტუნგი" საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველს მთავრობამ წითელი ხაზი რამდენჯერმე გადაკვეთა. ბოლოს, როცა საარჩევნო რეფორმის ჩაგდების შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაშალა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამით "ქართული ოცნება" დასრულდა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ გამოკითხვების თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანაგუნდელების რეიტინგი დაეცა, თუმცა "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.  
 

დღის ამბები